ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოროშენკო: ის, რაც დღეს საზღვარზე მოხდა, არ არის წვრილმანი დივერსია. ეს არის ანტიუკრაინული დივერსია

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, რათა მონაწილეობა მიეღო აშშ-სა და პოლონეთში საერთაშორისო შეხვედრებში. ამის შესახებ პოროშენკო სოციალურ ქსელში წერს.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ მას აქვს მივლინების ნებართვა, რომელსაც ხელს აწერს რადას თავმჯდომარე.

მან აღნიშნა, რომ დაგეგმილი ჰქონდა ათობით შეხვედრა ვარშავასა და ვაშინგტონში.

„ის, რაც დღეს საზღვარზე მოხდა, არ არის წვრილმანი დივერსია. ეს არის ანტიუკრაინული დივერსია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გუნდის დიპლომატიური მუშაობის შეფერხება, ეს არის დარტყმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებზე“, - აცხადებს პოროშენკო.

როგორც ცნობილია, უმაღლესი რადას რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა მათ საზღვარგარეთ მივლინებებს ბლოკავს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.