პოლონური მედიის ცნობით, რუსულმა დრონმა ქალაქ ლუბლინში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

რუსულმა დრონმა პოლონეთის ქალაქ ლუბლინში საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
„პოლსატ ნიუსის“ ცნობით, დაზიანებულია შენობის სახურავი და ავტოსადგომი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხალხმა აფეთქების ხმა გაიგო და პოლონური გამანადგურებლებიც დაინახეს. სიტუაცია საკმაოდ რთული და შემაშფოთებელია. მოსახლეობაში დიდი შეშფოთებაა“, – წერს პოლონური მედია.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე ობიექტებმა მრავალჯერ დაარღვიეს.
პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ საპასუხოდ ნატო-ს მოკავშირეებმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!