პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს
პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა შეგინი-მედიკასა და კრაკოვეც-კორჩევას გამშვებ პუნქტებთან საპროტესტო აქციები დღეს, დილის 9:00 საათის შემდეგ დაასრულეს.
„სატვირთო მანქანების რეგისტრაცია და საზღვრის გადაკვეთა ორივე მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს უკრაინის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.