არქივი6 მარტი, 2024, 13:27
პოლონელმა ფერმერებმა ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს
პოლონელმა ფერმერებმა ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ოფისის წინ გამართეს, რამაც ქალაქში გადაადგილება შეაფერხა.
ფერმერებმა დედაქალაქთან მისასვლელი გზებიც გადაკეტეს.
პოლონელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმებას და პოლონეთში უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანას ეწინააღმდეგებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.