ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთში ძლიერ ქარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ პოლონეთში ძლიერ ქარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომლის ქვეშაც ადამიანები მოყვნენ.
მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, პოლონეთის სამხრეთში ტატრების მთებში ქარის სიჩქარემ 155 კმ/სთ-ს მიაღწია. ქალაქ რაბკაში ორი ქალი და ექვსი წლის ბავშვი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალნენ.
ამას გარდა, ქალაქ ზაკოპანეში ერთი ქალი და ბავშვი გარდაიცვალნენ, რომელთა მანქანასაც ხე დაეცა. ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ზაკოპანეს სახანძრო სამსახურმა გაავრცელა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ და მოსახლეობას მოუწოდა სახლებში დარჩენილიყვნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.