პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, 35, 36 და 43 წლის პირებს ბრალი უკვე წარედგინათ.
კერძოდ, დაკავებულები მანქანების საბურავებს განზრახ აზიანებდნენ და ავტომობილებიდან ძვირფასი ნივთები მიჰქონდათ.
დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალი პოლონეთის კანონმდებლობით რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პროკურატურის მოთხოვნით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა