ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია

პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია

ვარშავის პოლიციამ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში ეჭვმიტანილი შვიდი საქართველოს მოქალაქე დაადანაშაულა. ვარშავიდან აღმოსავლეთით 21 კილომეტრში მდებარე სოფელ ნოვი კონიკში ჩატარებული რეიდის დროს მათ ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მოპარული საქონელი და ყალბი დოკუმენტები ამოიღეს.
„დაკავებულები არ არიან ბანდიტები. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ქურდები ან ყაჩაღები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაფიის იერარქიაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
დაკავებულებს შორის იყო ერთ-ერთი ძებნილი ქართველი დამნაშავე, რომელსაც აქვს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წოდება, რაც პოსტსაბჭოთა მაფიის იერარქიაში მაღალი სტატუსის მქონე ლიდერებისთვისაა განკუთვნილი.
„კანონიერი ქურდი“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნომენკლატურაში დამნაშავეთა შორის პრინცია, რომელიც მხოლოდ შესაბამისი რიტუალების დასრულების შემდეგ შეიძლება აღიარებულ იქნას, როგორც პიროვნება, რომელიც მკაცრად იცავს დაუწერელი კოდექსის წესებს და წარმოადგენს სხვა დამნაშავეებისთვის ავტორიტეტს“, – განაცხადა ვარშავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.