პოლონეთში უკრაინის მოქალაქეს ბრალი დასდეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

პოლონეთში უკრაინის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ეს პირი ოქტომბრის დასაწყისში დააპატიმრეს, სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ეს ცნობები პოლონეთის პროკურატურის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
24 წლის ბრალდებული, რომლის სახელს არ ასაჯაროებენ, 5 ოქტომბერს დააკავეს ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში. მას და უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს აღმოუჩინეს 30 გრამის ოდენობის ნარკოტიკული საშუალება.
ტელეფონის შემოწმებისას დაკავებულს აღმოუჩინეს მიმოწერა “რუსულენოვან პირთან”. მიმოწერა მოიცავდა მტკიცებულებებს პოლონეთის არმიის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების ფოტოების და გეოგრაფიული კოორდინატების გადაცემის შესახებ.
ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს, ის პრორუსულ შეხედულებებს გამოხატავს და ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის სუვერენიტეტს – წერს პროკურატურა. მეორე დაკავებულს პირობითი სასჯელი მიესაჯა, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)