პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მანქანით შევარდა

პო­ლო­ნეთ­ში ნას­ვა­მი მძღო­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­იჭ­რა. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ ბიდ­გოშ­ჩის ცენ­ტრში მოხ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, მძღოლ­მა ეს გან­ზრახ ჩა­ი­დი­ნა. კაცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­ირ­კვა, რომ 45 წლის დამ­ნა­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.
ინ­ცი­დენ­ტი 24 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით დღის 14:30 სა­ათ­ზე მოხ­და. კაც­მა ავ­ტო­მო­ბი­ლით შუ­შის კარი შე­ან­გრია და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­სა­ღებ­ში შე­იჭ­რა.
პო­ლი­ცი­ამ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა. რო­გორც ბიდ­გოშ­ჩის პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კერ­მა, მო­ნი­კა ხლე­ბიჩ­მა, მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, დამ­ნა­შა­ვემ სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე გან­ზრახ მო­იქ­ცა. „ვი­დე­ო­დან ჩანს, რომ მან მა­ნევ­რი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მე­ო­რა, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ შე­ნო­ბა­ში არ შე­ვარ­და.“
მან­ქა­ნა მი­სა­ღებ­ში გა­ჩერ­და, სა­დაც იმ დროს ერთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დრო­უ­ლად გა­იქ­ცა და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო