ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა. პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.
"ეს არის საქართველოს ორი ახალგაზრდა მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ორი იყო. ამჟამად მათი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - ამბობს ვროცლავის საოლქო პროკურატურის სპიკერი, ანა პლაჩეკ-გჟელაკი.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი შაბათს, 27 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულებმა ინციდენტის დროს "სახიფათო იარაღი" გამოიყენეს, რის გამოც, 21 წლის პოლონელი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.