პოლონეთში დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

პოლონეთში დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, – ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შიდა უსაფრთხოების სააგენტომ, სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში რვა ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ დივერსიული აქტების მომზადებაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის სპეციალურ სამსახურებზე პასუხისმგებელი მინისტრის, ტომაშ სიემონიაკის ცნობით, საქმე სამხედრო და კრიტიკული ობიექტების დაზვერვას ეხება.
„საქმე ეხება დივერსიული აქტების განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მომზადებასა და თავდასხმების განხორციელებას“, – აღნიშნა სიემონიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”