პოლონეთში დაიწყო საზღვართან უკრაინის მარცვლეულის გადაყრის ინციდენტის გამოძიება

პოლონეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო შაბათ-კვირას მომხდარი ინციდენტისა, რომლის გამოც პოლონელ ფერმერებს ადანაშაულებენ უკრაინის მარცვლეულით დატვირთული სამი მანქანის სასაზღვრო პუნქტთან გაჩერებაში და ტვირთის გადაყრაში.
ინციდენტი 11 თებერვალს მოხდა, იაგოდინ-დოროჰუსკის გამშვებ პუნქტან, და წარმოადგენდა გაგრძელებას პოლონელი ფერემერების ფართო პროტესტისა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართ – მათ შორის ზომების, რომლებიც უკრაინის მარცვლეულს პოლონეთში შესვლის უფლებას რთავს, რამაც, ფერემერთა თქმით, მათ პროდუქციაზე ფასის ვარდნა გამოიწვია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 12 თებერვალს მომხდარს “მიუღებელი” უწოდა და თქვა, რომ მონაწილეებმა პასუხი უნდა აგონ.
უკრაინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენელი, ტარას კაჩკა ფეისბუკით წერს, რომ დაზიანებული მარცვლეული ლიეტუვაში მიემართებოდა და ეს ინციდენტი ზრდის საზღვარზე ძალადობის შესახებ შეშფოთებას.
პოლონელმა ფერმერებმა გასულ კვირაში გამოაცხადეს საყოველთაო გაფიცვის გეგმა, რომელიც პოლონეთსა და უკრაინას შორის ყველა სასაზღვრო პუნქტის ბლოკირებით იწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ