ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთმა COSAC-ზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა

პოლონეთმა COSAC-ზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა

პოლონეთმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა.
ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის - სეიმის - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომაშ გროძკი და პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, აგნიეშკა პომასკა ავრცელებენ.
"დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო მოვლენებს საქართველოში, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმისადმი საფრთხეებს უკავშირდება.
საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე ქმედებებს მავნე ეფექტი აქვს ქვეყნის შიდა ვითარებაზე, არ შეესაბამებიან დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადაჰყავთ.
ჩვენი აზრით, პრინციპი... რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები მოწვეულ უნდა იქნან როგორ დამკვირვებლები COSAC-ის შეხვედრებზე, ამჟამად ვერ გავრცელდება საქართველოს პარლამენტზე საქართველოს ოფიციალური პირების მიერ დემოკრატიული სტანდარტების უხეში დარღვევების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.