არქივი17 აპრილი, 2025, 20:24
პოლონეთმა საქართველოს ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა

პოლონეთმა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. დასანქცირებულების ვინაობა უცნობია.
“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ქართული ძალოვანი უწყებების 8 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. პოლონეთი მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს” აცხადებს საელჩო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.