ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა და სახმელეთო-საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა და სახმელეთო-საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

პოლონეთმა, დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ პოლონეთის და მოკავშირეთა თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეში მოძრაობენ.
„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სარდლობამ გაააქტიურა ძალები და საშუალებები. ჰაერში გამანადგურებლები ააფრინეს, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს მოქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.