პოლონეთი ქართველებს სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით აღარ მისცემს

პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომლებსაც სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით აძლევდა. დადგენილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის პრივილეგიები 1 დეკემბრიდან უქმდება, 21 ნოემბერს მიიღეს.
რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი სამუშაო ვიზის ასაღებადაც სრული პროცედურის გავლა მოუწევთ.
სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებული გზით კვლავ ისარგებლებენ სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 21 ნოემბრის ბრძანების მიხედვით:
· საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ სამუშაო ვიზა, ვიზის ვადის ამოწურვამდე მუშაობის გაგრძელება შეეძლებათ;
· გარდა ამისა, ძველი წესით განიხილება ყველა ის განაცხადი, რომლებიც ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე შეიტანეს საელჩოში.
აქამდე არსებული რეგულაციით, დამსაქმებელი საქართველოს მოქალაქის დაქირავების შესახებ განაცხადს აგზავნიდა მუნიციპალურ ოფისში და აღარ იყო საჭირო საელჩოში განაცხადის შევსება და გასაუბრება. სამუშაო ვიზა გაიცემოდა 24 თვემდე ვადით.
ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოსაც შეეხებოდა, პოლონეთში აგვისტოში მიიღეს. სამინისტრომ განმარტა, რომ ცვლილებების შეტანა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეზღუდვების შესახებ დისკუსიების დაწყებასაც უკავშირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად