პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

პოლონეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. მიზეზი ქვეყნაში კრიმინალის ზრდა და კრიმინალური დაჯგუფებების არსებობაა.
ოფიციალური ვარშავა ღიად აცხადებს, რომ ემზადებიან შემზღუდავი ზომების მისაღებად, 4 ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ – ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, კოლუმბია და ვენესუელა.
საგანგებო განცხადება დონალდ ტუსკმა პოლონურ მედიასთან გააკეთა. მისივე თქმით, პოლონეთი ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.
ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არიან საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს პრობლემა ქვეყნის შიგნით კრიმინალთან დაკავშირებით, ვიცი, რომ ქართველებს ეს ზოგადად არ ახასიათებთ, ამას არანაირი გარემოების გამო არ ვიტყოდი, თუმცა ისე ხდება, რომ არსებობს გარკვეული კრიმინალური დაჯგუფებები დღეს, ჩვენ უკევ რამდენიმე სადეპორტაციო ღონისძიება განვახორციელეთ, ასევე, ერთი წუთით არ დავფიქრდებით, თუ კიდევ აღმოვაჩნეთ ამდაგვარ დაჯგუფებას, ვინც ჩაიდენს დანაშაულს ან ციხეში ჩავსვამთ, ან დავადეპორტებთ, -განაცხადა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს