ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს

პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, ჩამოვარდა თუ არა რუსული რაკეტის რომელიმე ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე.
“ძიების მიზანია საბოლოოდ დაადასტუროს ის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტის არც ერთი ელემენტი არ რჩება. ჯარისკაცები მოქმედებებს ზამოსცის სამხრეთ-აღმოსავლეთით განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.