პოლონეთი მზადაა უკრაინას სამობილიზაციო ასაკის კაცების დაბრუნებაში დაეხმაროს – თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას საზღვარგარეთ გაქცეული სამხედრო ასაკის მამაკაცების „იდენტიფიცირებაში“.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეარხ PolSat-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვარშავა დიდი ხანია სთავაზობს კიევს დახმარებას სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი ლტოლვილებისა და იმიგრანტების იდენტიფიცირებაში. მინისტრის სიტყვებით ამ დახმარების კონკრეტული ფორმები, უკრაინული მხარის სურვილზეა დამოკიდებული.
„ვფიქრობ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკმაყოფილოა, კაფეებში ახალგაზრდა უკრაინელი კაცების ნახვით, როდესაც ხედავენ რამხელა ძალისხმევად გვიჯდება უკრაინის დახმარება… გასაკვირი არაა, ისიც რომ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებსაც აქვს საფუძვლიანი პრეტენზია თანატოლების მიმართ, რომლებიც მსოფლიოში გაიფანტნენ“, – თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში გამოაცხადა 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დოკუმენტების გაფორმების შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ეს ნაბიჯი მობილიზაციის შესახებ ახალ კანონს უკავშირდება.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4.3 მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის დაახლოებით 860 ათასი კაცი. პოლონეთმა 950 ათას უკრაინელს დროებითი თავშესაფარი მისცა და ამ მაჩვენებლით გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან