ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთი გერმანიასთან საზღვარზე ნაწილობრივი კონტროლის, ზოგიერთი ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას აპირებს

პოლონეთი გერმანიასთან საზღვარზე ნაწილობრივი კონტროლის, ზოგიერთი ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას აპირებს

მიმდინარე ზაფხულს პოლონეთი სავარაუდოდ აპირებს ნაწილობრივი კონტროლი დააწესოს გერმანიასთან საზღვარზე, თუკი გაგრძელდება მიგრანტების რაოდენობის ზრდა. ამის შესახებ პოლონელ კანონმდებლებს პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა.
ტუსკის ლიბერალურ მთავრობას ნაციონალისტური ოპოზიცია ბრალს სდებს იმაში, რომ ის გერმანიის მიერ ევროკავშირის წესების შესაბამისად უკან გამობრუნებულ ბევრ არალეგალურ მიგრანტს იღებს. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი მიგრანტების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია.
ტუსკმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან უკან გამობრუნებული მიგრანტების თითოეული ჯგუფი საგულდაგულოდ შემოწმდება:
„თუკი ვითარება საზღვარზე გაუარესდება... უკან არ დავიხევ გადაწყვეტილების მიღებისგან და დავაწესებ დროებით კონტროლს. როგორც ჩანს, ამ ზაფხულს დავაწესებთ ნაწილობრივ კონტროლს გერმანიასთან საზღვარზე“.
„ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლონეთის მომავლისთვის, ჩვენი ცივილიზაციის მომავლისთვის არალეგალური მიგრაცია“ - უთხრა ტუსკმა პარლამენტარებს.
ტუსკმა აგრეთვე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომლის მოქალაქეებიც დაკავშირებული არიან პოლონეთში დანაშაულებრივ შემთხვევებთან, მაგალითად - საქართველოსთან.
პოლონეთი აცხადებს, რომ 2021 წლიდან ის ბელარუსისა და რუსეთის მიერ წახალისებული მიგრანტთა კრიზისის წინაშე დგას. ორივე ქვეყანა უარყოფს ბრალდებას.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.