პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.
რამდენიმე კვირის წინ, ბელარუსთან საზღვარზე დანით მიღებული ჭრილობის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 50-მდე უცხოელმა პოლონელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინა. მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლონელი სამხედრო დანით დაჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ