ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დროს მისი საზღვრები „საჰაერო ობიექტმა“ დაარღვია

პოლონეთის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებული სარაკეტო და დრონით თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ დილით უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „საჰაერო ობიექტი“ პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა.
ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერის, მაკეი კლეშჩის განცხადებით, აღნიშნული საჰაერო ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი იყო და მიმდინარეობს მისი ძებნა.
მოგვიანებით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონელი სამხედროები ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტას, თუ იქნებოდა მინიშნება, რომ ის პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნისკენ მიემართებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.