ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის საგარეო უწყებამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის გამო, რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

პოლონეთის საგარეო უწყებამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის გამო, რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი ძირს უთხრის რუსეთის ფედერაციის, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის სანდო მონაწილის და საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში ნებისმიერი აქტივობის მონაწილის, ნდობას.
„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც განზრახ პროვოკაციას, ჰიბრიდული ომის ნაწილს და პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამით, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. 21 აგვისტოს, პოლონეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსიდან იყო შეფრენილი. დრონი სოფელ ოსინის მახლობლად მდებარე მინდორში ჩამოვარდა, რომელიც ბელარუსთან საზღვრიდან 100 კილომეტრში და უკრაინისთან საზღვრიდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.