პოლონეთის საგარეო სამინისტრო – ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.
ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს – უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი.
სამწუხაროდ, ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ.
პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება ამ გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ