პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა გაძლიერდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ლონდონის სამიტზე აპირებს, მოუწოდოს ევროპელ ლიდერებს, გააძლიერონ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი.
„ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე“, - აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში გაფრენამდე, რომლის განცხადებასაც BBC-ი ციტირებს.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.
ლონდონში, დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე, საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან: იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.