პოლონეთის პრეზიდენტმა პრემიერ დონალდ ტუსკის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო მედიის რეფორმას ანარქიული უწოდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დონალდ ტუსკის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო მედიის რეფორმას ანარქიული უწოდა.
„ეს სრულიად უკანონო ქმედებებია. ეს ანარქიაა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.
დუდამ აღნიშნა, რომ მთავრობამ კონსტიტუცია დაარღვია, რადგან მოულოდნელი ქმედებებით მათ შესაბამისი საპარლამენტო პროცედურები გამოტოვეს.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, პოლონეთის ახალმა მთავრობამ მიუკერძოებლობის აღდგენის მიზნით, საზოგადოებრივი საინფორმაციო არხი ეთერიდან მოხსნა და სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა