ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარებას ითვალისწინებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარებას ითვალისწინებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებას ითვალისწინებს. კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ შემწეობა მხოლოდ იმ უკრაინელებმა უნდა მიიღონ, რომლებიც „პოლონეთში მუშაობის დაწყებას ცდილობენ“ და გადასახადებს იხდიან.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონეთმა მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. პოლონეთის მთავრობამ ლტოლვილებს ქვეყნის შრომის ბაზარზე, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებზე წვდომა მისცა.
კანონპროექტი ეხება ე.წ. „800+“ პროგრამას, ფინანსურ შეღავათს, რომელიც შვილიან ოჯახებს უფლებას აძლევს, ყოველთვიურად მიიღონ 800 ზლოტი (188 ევრო) თითოეული ბავშვისთვის - ოჯახის შემოსავლის მიუხედავად.
ნავროცკი ასევე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ამჟამინდელი სახით უკრაინელ მოქალაქეებს პოლონელებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ჯანდაცვისა და ფინანსური დახმარების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. „პოლონეთის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში უარესად ექცევიან, ვიდრე ჩვენს სტუმრებს“, - განაცხადა მან.
კონსერვატორი ნავროცკი პრეზიდენტად მიმდინარე წლის ივნისში აირჩიეს. მისი საარჩევნო დაპირება იყო, რომ „პოლონელებს პირველ ადგილზე დააყენებდა“.
ნავროცკი ასევე მოითხოვს „აიკრძალოს ბანდერას კრიმინალური იდეოლოგია“. ლაპარაკია უკრაინელ ნაციონალისტ სტეპან ბანდერაზე, რომელსაც მკვლელად და ომის დამნაშავედ მიიჩნევენ, ზოგიერთი უკრაინელი კი მას პატრიოტს და ეროვნულ გმირს უწოდებს.
პოლონეთში პრეზიდენტს შეუძლია კანონპროექტების წარდგენა და კანონებზე ვეტოს დადება. მთავრობას, რომელსაც ამჟამად პროევროპელი ცენტრისტი, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, ასევე შეუძლია პრეზიდენტის წინადადებების დაბლოკვა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.