პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი რაფალ ტშაკოვსკი გახდა

პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი, რაფალ ტშაკოვსკი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ ლიდერი, დონალდ ტუსკი ავრცელებს.
„22 126 ამომრჩეველი, დიდებული გამარჯვებული და დიდებული დამარცხებული. უაღრესად საინტერესო და ჭეშმარიტი კამპანია. ასეთი იყო ჩვენი პრაიმერიზი. დემოკრატია ასე გამოიყურება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონური მედიის ცნობით, პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ პრაიმერიზში ამომრჩევლებმა არჩევანი რაფალ ტშაკოვსკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შორის გააკეთეს.
ვარშავის მერმა, რაფალ ტშაკოვსკიმ პრაიმერიზში ამომრჩეველთა ხმების 74%-ზე მეტი მიიღო.
პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს ხვალ წარადგენს.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მაისში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…