პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონების საპოვნელად ტერიტორიული თავდაცვის ძალები გააქტიურეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალები გააქტიურებულია „ჩამოგდებული დრონების სამძებრო სახმელეთო ოპერაციებისთვის“.
პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, ეს ძალები პოლონეთის თავდაცვისა და შეკავების პოტენციალის „შემადგენელ ნაწილს“ წარმოადგენენ.
სოციალურ ქსელ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში კოსინიაკ-კამიშმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, არ შეეხონ „ობიექტების ნამსხვრევებს“ და ამის შესახებ პოლიციას აცნობონ.
ცნობისთვის, პოლონეთის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი დასავლეთი უკრაინის მხრიდან შეიჭრა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ობიექტების ჩამოგდება დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი