პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“.
ისინი ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება.
მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”.
ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.