არქივი27 იანვარი, 2024, 11:12
პოლიციის 2 მაღალჩინოსანს ბრალი ქრთამის აღებისთვის წარედგინა
გუშინ დაკავებული პოლიციის ორი მაღალჩინოსანი დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოზე წარდგენას ელოდება – “მთავარი არხის” ინფორმაციით, წყნეთის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
არსებული ინფორმაციით, ამირან ნაჭყებიასა და დიმიტრი ქვაჭრელიშვილს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს, ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.