ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციის მობილიზებაა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე

პოლიციის მობილიზებაა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან, როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის დანაყოფები ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

დღეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ბოლო სამი სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.