პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს 1991 წელს დაბადებული მ.გ. , რომელმაც პოლიციელი - “ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა” – “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას”.
გამოძიების თანახმად, შემთხვევა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხდა. ბრალდებულმა დაზიანება პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის კაპიტნის - 1993 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს მიაყენა.
დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, ცხელ კვალზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამოღებულია
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.