ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციელს ვკითხე, თქვენი იმედი უნდა მქონდეს-მეთქი? მიპასუხა, არაო – გიგა დათიაშვილი

პოლიციელს ვკითხე, თქვენი იმედი უნდა მქონდეს-მეთქი? მიპასუხა, არაო – გიგა დათიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განაჩენი გამოიტანა და სინდისის ბიჭები პატიმრობაში დატოვა, მობილიზებულ მანდატურებსა და მოქალაქეებს შორის ადგილი შელაპარაკებას ჰქონდა.
მსახიობი გიგა დათიაშვილი “პირველებთან” აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები იცინოდნენ.
პოლიციასთან შელაპარაკებას რაც შეეხება, აღელვებული ხალხი, რომელიც გამოვიდა და თავის პროტესტს გამოხატავდა, რამდენიმე პოლიციელი იდგა და იცინოდა. რომ მივედი და ვკითხე, რა გაცინებთ-მეთქი, ამაზე უფრო იცინოდნენ. ეს იყო შელაპარაკების მიზეზი პოლიციასთან. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელსაც ვუხსნიდი, რომ თქვენ ჩემი პოლიცია ხართ და თქვენი იმედი უნდა მქონდეს, თუ არ უნდა მქონდეს-მეთქი, ამ პოლიციელმა მიპასუხა, თქვენ არ უნდა გქონდეთ ჩემი იმედიო. რომ ჩავეკითხე, ესე იგი, არ უნდა მქონდეს თქვენი იმედი-მეთქი, რა გინდა ბიჭო, წადი აქედანო”, – ამბობს გიგა დათიაშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.