“პოლიციელმა თქვა, მაგინაო, და უნდა ენდო სიტყვაზე” – სირაძე დაკავებულზე
ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის გინების გამო დააკავეს.
“ერთ-ერთი აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და პოლიციის ბიჭებმა რომ მოუწოდეს, თუ შეიძლება, შებრძანდითო, შეაგინა პოლიციის თანამშრომელს. პოლიციელები აცხადებენ, უშუალოდ დამკავებელი, რომ შეაგინა”. – თქვა სირაძემ
ჟურნალისტები საპატრულო პოლიციის უფროსს გინების ფაქტის მტკიცებულებების შესახებ ეკითხებოდნენ, რაზეც მან უპასუხა, რომ სასამართლოს ამ დროს ვერ გამართავდნენ.
“რა თქმა უნდა, პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე”. – თქვა სირაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.