პოლიციელებმა „მარიოტთან“ ჯიპიდან სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მახლობლად, ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი – კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, შემდეგ კი ერტ-ერთი პირი გამოათრიეს და რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი წაიყვანეს – იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი.
პოლიციის ამ თანამშრომლებს ზურგჩანთები აქვთ ზურგზე მოკიდებული, შავებში არიან გამოწყობილები და ნიღბები და ჩაფხუტები უკეთიათ.
ავტომობილის სანომრე ნიშნებია WR 007 NG. ეს ავტომობილი 2024 წლის 31 მარტისთვის იძებნება ავტომობილების გაქირავების ერთ-ერთი სერვისის ინსტრაგრამ გვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა ავტომობილი ადგილზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება