პოლიციელები თუ მეხანძრეები იმსახურებენ სოციალურ უზრუნველყოფის ისეთ პაკეტს, როგორსაც მათ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ვთავაზობთ

პოლიციელები თუ მეხანძრეები იმსახურებენ სოციალურ უზრუნველყოფის ისეთ პაკეტს, როგორსაც მათ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ვთავაზობთ
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვა დაუსვა. კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა:
„საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონის პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„ მადლობა მთავრობას ამ ინიციატივისთვის, რადგან, მართლაც, ჩვენი პოლიციელები თუ მეხანძრეები იმსახურებენ იმ პაკეტს, რაც მათ ასეთ თავდადებას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლისა და უსაფრთხოებისთვის.
ეს ინიციატივა, რომელიც, მათ შორის, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე, სტიმული უნდა გახდეს ამ დარგში ახალგაზრდა ადამიანების შემოდინებისა. თავს მივცემ უფლებას და დაგისვამთ კითხვას პოლიციელების დაზღვევის შესახებ: იმ პერიოდში, როცა აჭარაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ვიკავებდი, ხშირი იყო შემთხვევები, როცა პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები მოგვმართავდნენ დამატებითი მხარდაჭერისთვის. არ ვიცი, იმ სადაზღვევოებთან არის ხარვეზი, რომლებიც ამ პაკეტებს მართავენ თუ თავად ამ პაკეტების გაფართოებაა საჭირო, რომ არ უწევდეთ საკუთარი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის დამატებითი ხარჯების მობილიზება? მადლობა“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის პასუხით, კანონში პირდაპირ წერია, რომ პოლიციელისა და მისი ოჯახის დაზღვევა სავალდებულოა და ამ ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს, თუმცა, დაზღვევის ლიმიტები შეუზღუდავი არ არის. ხოლო, თუ ლიმიტს ზემოთ არის მოთხოვნილი თანხა, სამინისტროს აქვს სპეციალური ფონდი, სადაც კომისიური წესით მიმდინარეობს ხოლმე ამ მოთხოვნების განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა