პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მელიქიშვილზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
მ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს