პოლიციაში გადაყვანილი პირის გარდაცვალებაზე გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაყვანილი კაცის გარდაცვალების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
„2025 წლის 7 ივნისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 7 ივნისს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოკითხვაზე მყოფი ა.ყ. მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში“, — ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზები.
გარდაიცვალა 38 წლის კაცი, რომელიც პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცი გლდანის პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა რის შემდეგაც ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი