პოლიციას რუსეთში “ტრადიციული ღირებულებების” გაძლიერებისთვის გამოიყენებენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პოლიციის უფლებამოსილებას დაემატება ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების განმტკიცება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ამოცანების შესრულება უკვე გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ გაუმკლავდება სამინისტრო ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებასა და შენარჩუნებას.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, “ტრადიციულ ღირებულებებთან შეუსაბამობა” გახდა რუსეთში მრავალი შევიწროების მიზეზი სოციალურ და კულტურულ სფეროებში – ლგბტ ადამიანებით დაწყებული, თანამედროვე მხატვრებითა და მწერლებით დამთავრებული.

რუსული ტრადიციული ღირებულებების საფრთხეებად კრემლი მიიჩნევს ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, შეერთებული შტატებისა და სხვა არამეგობრული ქვეყნების, რიგი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას.

სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსებს “უცხო ღირებულებებს” ახვევენ თავს. “არამეგობრული ქვეყნების” ჩამონათვალშია 47 ქვეყანაა, მათ შორის აშშ, კანადა, უკრაინა და ევროპის ქვეყნების უმეტესობა, იაპონია, სამხრეთი კორეა და ავსტრალია.
სიაში არ მოხვდა საქართველო, რომლის მთავრობამაც, „ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა