პოლიციამ 28 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე ერთი მოსწავლე დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ტელეკომპანია “პირველს” უთხრა, რომ მისი შვილის სასტიკ ცემაში არა ერთი, არამედ არასრულწლოვანების ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც ქალი ამბობს, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა 16 წლის გოგოც, რომელმაც შეყვარებული თავის მასწავლებელზე აეჭვიანა. ცნობილია, რომ მოზარდები ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.

მოკლულის დედა მოითხოვს დაკავებულისთვის წაყენებული ბრალდების დამძიმებას, რადგან, მისი თქმით, დანაშაული ჩადენილი იქნა ჯგუფურად:

„მთელი კვირა დარაჯობდნენ. ქვეყანაში სადაც არ არის დაცული გიგა ავალიანი, არვინ არის დაცული. თავის თავს თვითონ იცავდა თავისი წესიერებით, ზრდილობით, განათლებით. სადაც თავს დაესხნენ მას ლაწირაკი არასრულწლოვანები, არავინ რის დაცული. ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლისა. თუ სამივეს დაიჭერენ, მათივე ოჯახებისთვის უკეთესი ინება. ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა დაარქვეს, საქმე გაიმარტივეს. ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით. გათიშეს. სასწრაფო რომ მოვიდა იქვე იყვნენ. არ თქვეს, გაუხარდათ, ნარკოტიკული თრობა ჰგონიათ და ვერ გაგვიგებენო. ორჯერ მომიკლეს“

სავარაუდოდ, დანაშაული ჩადენილი იქნა რამდენიმე კვირის წინ. ახალგაზრდა პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეები გაუსწორდნენ ხელკეტებით, 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას – საელჩოს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა

ნანუკა ჟორჟოლიანი: იმედია აღმოჩნდება მამაო, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შურისძიებისგან და ქრისტიანულად მოექცევა ქართველ მებრძოლს. ზაალმა უნდა იცოდეს რომ ამ წუხილში მარტო არაა