პოლიციამ წაიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა – მოქალაქე

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ.
“რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
“ნეტაზეთი” ინფორმაციის მოძიებას შინაგან საქმეთა სამაინისტროდან ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბჟალავა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ვატო ბჟალავა აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში და პროტესტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ათავსებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”