არქივი4 მარტი, 2024, 10:08
პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი იპოვა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები პოლიციამ იპოვა. მათ სამართალდამცველები და ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სად იმყოფებოდნენ მოზარდები და რა გახდა სახლიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
სოფელში ჰყვებიან, რომ 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი მეზობლები არიან და მათ ერთმანეთი უყვართ.
ფაქტზე გამოძიება 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.