„პოლიციამ მკვლელის სახლში აღიარებითი წერილი იპოვა“ – პრაღის ტრაგედიის შემზარავი ახალი დეტალები

კაცმა, რომელმა პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, აღიარა, რომ რამდენიმე დღით ადრე ორმაგი მკვლელობა ჩაიდინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ დევიდ კოზაკის სახლში წერილი იპოვა, რომელშიც კოზაკი აღიარებს, რომ ჩარლზის უნივერსიტეტში სროლამდე 6 დღით ადრე პრაღასთან ახლოს, ტყეში 32 წლის კაცი და მისი 2 თვის ქალიშვილი მოკლა. კოზაკმა ასევე საკუთარი მამაც მოკლა. შედეგად, კოზაკის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
24 წლის კოზაკმა, რომელიც უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყა შემოარტყა.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ კოზაკი დიდი ხნის განმავლობაში იყო პოტენციურ ეჭვმიტანილთა სიაში და პოლიციელები მასთან გასაუბრებას გეგმავდნენ. ოფიცრები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ეს დროულად ვერ მოახერხეს.
კოზაკმა პრაღაში სტუდენტებს ცეცხლი 21 დეკემბერს გაუხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე