ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ თინა ბოკუჩავა და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვა

პოლიციამ თინა ბოკუჩავა და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნების რიგ უბნებში შედეგების ცნობის მოთხოვნით არასამთავრობო სექტორის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არ შეუშვეს.
ბოკუჩავა სასამართლოს შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციამ მას თავდაპირველად შესვლის ნებართვა დართო, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნებართვა გაუქმდა. სხდომაზე არ უშვებენ სხვა კოალიციური პარტიების ლიდერებსაც.
„სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც არ ეძლევა შესვლის უფლება“ - ეს რა კანონისმიერი განმარტებაა? ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ივანიშვილის გაყალბების მიუხედავად, მიღებული აქვს ხმის იმდენი რაოდენობა, რომ გადალახა საარჩევნო 5%-იანი ბარიერი, მათ უფლება აქვთ კანონის შესაბამისად, რომ წარმოდგენილი იყვნენ სასამართლო პროცესზე, როგორც მხარე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა კოალიციების, პარტიების არც თავმჯდომარეებს და არც სხვა,მათ მიერ მინდობილ პირს, შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სააპელაციო სასამართლოსთან, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, კოალიციური პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.