ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.