პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ვ.ე. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.