არქივი21 ნოემბერი, 2025, 22:23
პოლიციამ თბილისის საკრებულოსთან მსვლელობის მონაწილე დააკავა

საკრებულოსთან აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.
პოლიციამ შუახნის მამაკაცი მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
აღნიშნულს წინ უძღოდა აქციის მონაწილეების მოთხოვნა, მისცემოდათ საშუალება ქვეითთა გადასასვლელზე გადასულიყვნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა.
მოქალაქეები მსვლელობას ამ წუთებშიც განაგრძობენ.
მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება დიდი რაოდენობით პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.