პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით ერთი პირი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით.
1998 წელს დაბადებული გ.ხ. -ს ბრალი ედება 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში. შსს-ს ცნობით, კამერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე იყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 6 წლამდე პატიმრობას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.