ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1988 წელს დაბადებულ გ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2025 წლის 22 სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ბ.-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნ.ბ. თბილისში დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.